აბაშაში გზების სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

24/09/2017

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მე-3 ეტაპის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი იგება: თავისუფლების და კილასონიას ქუჩის ჩიხებში; შუბლაძის ქუჩაზე (დ. კაჭარავას გადაკვეთიდან სკოლის მიმართულებით გზა); ვაჟა ფშაველას ქუჩაზე (თამარ მეფის ქუჩიდან გაბელაიას ქუჩამდე გზა); იოსელიანი ქუჩაზე; ცანავას ქუჩაზე ( გაზის კანტორიდან თავისუფლების ქუჩამდე); ალექსანდრე აბაშელის ქუჩაზე; ნინოშვილის l შესახვევიდან იოსელიანის ქუჩის შეერთებამდე გზაზე; გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სოფელ ზანათში მდინარე აბაშის ხიდიდან სოფელი ნოსირის საზღვრამდე. სამუშაოებს ახორციელებს ელ-ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს. “არქეოპოლისი” „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 7 525 629 ლარს. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0