აბაშა – მარტვილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

18/07/2017

აბაშა – მარტვილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 30-32 კმ მონაკვეთზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხთან ერთად გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ასევე მოხდება მონოლითური რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობა, არსებული საკომუნიკაციო ჭების და ეზოში შესასვლელების შეკეთება;
პროექტის ღირებულება 1 447 768 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,შარა-გზამშენი პირველი“ ასრულებს. სამუშაოზე ამ ეტაპზე დასაქმებულია 15 ადამიანი.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და ამავე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0