აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა კვიტაშვილი აირჩიეს

20/11/2017

აბაშის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს სრული შემადგენლობა 32 წევრი დაესწრო, რომელიც #63 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გოგა ქოიავამ გახსნა. მოგვიანებით სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ელვარდ ნოდია გაუძღვა.
აღნიშნულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა კვიტაშვილი იქნა არჩეული, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გელა ხოშტარია.
სხდომა საჯარო იყო. მას აბაშის მერი ლევან მაკალათია, მერიის თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ლევან მაკალათიამ საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და დეპუტატებს წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0