ალექსანდრე მოწერელიამ ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოსთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

17/10/2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ორგანიზაცია “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს” მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ, ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პროექტი „სამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“ მიზნად ისახავს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის – „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოებისა წარმომადგენლები. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

“ასოცირების ხელშეკრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე რეგიონების ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე, მნიშვნელოვანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან ასოცირების მიმდინარე პროცესის შესახებ”,- აღნიშნა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ალექსანდრე მოწერელიამ.

მემორანდუმის მიზანია ევროკავშირთან ასოცირების პროცესისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა. პროგრამა GIZ-ის პროექტის, „მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0