ალექსანდრე მოწერელია აბასთუმნისა და ხეცერის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა

17/10/2018

გუბერნატორი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან – მერაბ ქვარაიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ აბასთუმნისისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა. აბასთუმანში შეხვედრაზე მეწყერით დაზარალებულმა მარტოხელა, ხანდაზმულმა ქალბატონმა საცხოვრებლის პრობლემის გადაწყვეტა ითხოვა. მოსახლეობამ ისაუბრა ხიდების რეაბილიტაციის აუცილებლობაზე, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა და წვიმის დროს მგზავრებს მათზე გადასვლისას საფრთხე ექმნებათ. საუბარი შეეხო წყლის ჭაბურღილების მოწყობისა და სოფლის დაქსელვის აუცილებლობას. დიალოგი თხილის მეურნეობითა და მეფუტკრეობით დაკავებულ მოქალაქეებთანაც გაიმართა. ხეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ გზის საფარის დაგება, მიტოვებული სკოლის აღდგენა და სტადიონის მოწყობა ითხოვა.

“აუცილებელია, შეიქმნას კოოპერატივები. ამჟამად, მთავრობა მუშაობს კორეული მოდელის საქართველოში შემოღებაზე, რაც 51%-იანი წილით კოოპერატივში სახელმწიფოს პარტნიორობას გულისხმობს. როგორც კი, ჯეროვნად განვითარდება და გაძლიერდება კოოპერატივი, სახელმწიფო სრულად იხსნის პასუხისმგებლობას და აღნიშნულ წილს კოოპერატივის წევრებს გადასცემს. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ვფიქრობ, შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება ეს პროექტი. რაც შეეხება ინფრასტუქტურულ პროექტებს, ეტაპობრივად შეგატყობინებთ განხორციელების შესაძლებლობებზე. მერმუნეთ, ჩვენ ხშირი კომუნიკაცია გვექნება“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0