ალექსანდრე მოწერელია დადიანების სასახლეთა მუზეუმს ეწვია და მის თანამშრომლებს შეხვდა

16/10/2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმს ეწვია და მის თანამშრომლებს გაესაუბრა. შეხვედრის მიზანი მუზეუმის პოპულარიზაციის ზრდისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების განხილვა და ამასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების გაცნობა იყო. ალექსანდრე მოწერელიამ ტურისტების მოზიდვის შესახებ მუზეუმის თანამშრომლების მოსაზრებები მოისმინა. გუბერნატორი მათ, ასევე, დახმარებას დაჰპირდა სხვადასხვა პროექტის შემუშავებასა და მათ განსახორციელებლად შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დადიანების სასახლეთა მუზეუმის პოპულარიზაციის ზრდისთვის პრიორიტეტად დაასახელა მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განსაკუთრებულ მიმართულებად ინვესტორების მოზიდვის საკითხი გამოყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0