ალექსანდრე მოწერელია რეგიონაური განვითარებით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

19/10/2018

გუბერნატორი ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ფიფლ ინ ნიდ” და პარტნიორი ორგანიზაციის, „სოფლად თემთა განვითრების სააგენტოს“(RCDA) პარლამენტის დეპუტატთან, მერაბ ქვრაიასთან ერთად შეხვდა. რეგიონალური შეხვედრის ძირითადი მიზანი ფერმერების, ბიზნესის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და არსებული რესურსების განხილვა იყო. შეხვედრაზე ფერმერი, ადგილობრივი მთავრობების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

“როგორც მოგეხსენებათ DCFTA-ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სივრცის შესახებ შეთანხმება) ხელშეკრულების ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის საექსპორტო პოტენციალის ზრდას და რეგიონი გახდება მიმზიდველი ინვესტორებისათვის, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის“ – განაცხადა ალექსანრე მოწერელიამ.

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0