ალექსანდრე ჯეჯელავა პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

22/01/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ალექსანდრე ჯეჯელავამ პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. უწყების პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მნიშვნელობაზე, უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის შეცვლაზე, ქართველი მეცნიერების მიღწევებსა და პროფესიულ პროგრამებზე. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0