ამბროლაურის მუნიციპალიტეტს სამი ახალი ავტობუსი მოემსახურება

19/10/2018

ამბროლაურის მუნიციპალიტეტს თანამედროვე ტიპის, სამი სრულიად ახალი ავტობუსი მოემსახურება. ავტობუსები ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. თითოეული სატრანსპორტო საშუალება 2018 წლის მოდელია და 26 მგზავრზეა გათვლილი.
ახალი ავტობუსები დადგენილი გრაფიკის შესაბამისად იმოძრავებს და მგზავრებს საშუალებას მისცემს მინიმალურ ფასად, კომფორტულად გადაადგილდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიზანია ტრანსპორტით მომსახურების დაფარვის ზონა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მთელ ტერიტორიაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0