ამბროლაურში სუვენირების მცირე საწარმო გაიხსნა

21/06/2018

პროექტის – “მეწარმეობის ხელშეწყობა რაჭის თემების განვითარებისთვის” ფარგლებში, ამბროლაურში მცირე სოციალური საწარმო გაიხსნა. პროექტის პრეზენტაცია 20 ივნისს, სასტუმრო “მეტეხარაში” გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა დაეთვალიერებინა საწარმოს მიერ გამოშვებული სუვენირები რაჭის პეიზაჟებით და პირადად დასწრებოდა პროდუქციის დამზადების პროცესს. პროექტი, რომლის ძირითადი მიზანი რაჭის პოპულარიზაციის გაზრდა და საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობაა, ასოციაცია “ზეკარმა” აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა. პრეზენტაციას, სხვადასხვა სფეროდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0