არჩილ ჯაფარიძემ, ებრაელებს ფესახის ბიბლიური დღესასწაული მიულოცა

20/04/2019

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე ქ.ონში მცხოვრებ ებრაელ მოსახლეობას, სინაგოგის ეზოში შეხვდნენ, ფესახის ბიბლიური დღესასწაული მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ონის სინაგოგა არის სიმბოლო ქართველი და ებრაელი ერის 26 საუკუნოვანი მეგობრობის.
ფესახი არის უდიდესი ებრაული და სამარიული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად ებრაული კალენდარის ნისანის თვის მე-15-ე დღიდან 21-ე (22-ე) დღის ჩათვლით.
დღესასწაულის თარიღი თანამედროვე საერთაშორისო კალენდარით მოძრავია და მარტში ან აპრილში აღინიშნება.
ფესახი არის ერთ-ერთი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილ ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღვოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და ანტიკური ევიპტიდან ებრაელთა გამოსვლას. საუფლო დღესასწაულზე (ისრაელში შვიდ და ისრაელის გარეთ რვა დღის მანძილზე) ებრაელები იცავენ მარხვას უფუარი პურის კვერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0