არჩილ ჯაფარიძე, შიდა სამსახურებრივი თათბირი ჩაატარა

22/04/2019

სამხარეო ადმიისტრაციაში შიდა სამსახურებრივი თათბირი გაიმართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილებეენთან ერთად, ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. რწმუნებულის ინიციატივით, მიმდინარე კვირაში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება. თათბირზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. სახელმწიფო რწმუნებულის დავალებით, ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, აქტიურად გააგრძელებს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს და დეტალურად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას.
რწმუნებულის ინიციატივით, ასევე, აქტიურად გაგრძელდება შეხვედრები რეგიონის საჯარო სკოლებში,სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებსა და ა(ა)იპებში.
თათბირზე ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში არსებულ სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე, საგაზაფხულო სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა აზიური ფაროსანას, სასმელი წყლის ხარისხისა და მაწანწალა ძაღლების პრობლემის შესახებ.
არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ რეგიონის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის აქტიურ მუშაობასა და მხარეში მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურ ჩართულობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0