ასპინძის ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა დაბა ასპინძაში

20/04/2018

სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და საკრებულოს თავჯდომარემ მამუკა მელიქიძემ გვირგვინებით შეამკეს ასპინძის ბრძოლის ამსახველი მონუმენტური ძეგლი,
ხვილიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა ზოსიმემ კი, 1770 წლის 20 აპრილს ასპინძის ომში დაღუპული გმირების ხსოვნის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
ღონისძიებას ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები, ისაუბრეს საქართველოს ისტორიაში დღევანდელი დღის მნიშვნელობისა და დაღუპულ გმირთა ღვაწლის შესახებ.
1770 წლის 20 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი თარიღია, ამ დღეს ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის სარდლობით, ქართველთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა, ასპინძასთან, სასტიკად დაამარცხა თურქ-ოსმალთა და ლეკთა გაერთიანებული ჯარი.პატარა კახმა, რომელსაც მტერი ხაფანგში მოქცევას უქადდა, სასიკვდილო მახე თავად დაუგო მოწინააღმდეგეს და საოცრად გამართული სტრატეგიის წყალობით უდიდეს გამარჯვებასაც მიაღწია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0