ახალსოფელში მინი სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს

23/04/2019

ახალსოფელში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტში მინი სტადიონების მშენებლობა -რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჯერადაც, მერიის დაფინანსებით, ახალსოფელში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ მუნიციპალიტეტი პოპულარიზაციას უწევს სპორტულ ცხოვრებას და თავის მხრივ, მომავალი თაობა აქტიურად სარგებლობს სპორტული ინფრასტრუქტურით“ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა ახალსოფელში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.

მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, პროექტისთვის ჯამში 46 629 ლარი დაიხარჯება, სამუშაოები კი მაისის შუა რიცხვებში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0