ახალციხის ციხეზე ტურისტული სეზონი გაიხსნა

23/04/2018

დღეს, ახალციხის ციხის ტურისტული სეზონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიების დაწყებამდე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ ციხის ტერიტორია ტრადიციულად აკურთხა. ღონისძიებას მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა და ტურისტებმა ადგილობრივი ანსამბლების მიერ შესრულებული ხალხური ცეკვები და სიმღერები იხილეს. ღონისძიება ანსამბლ „ბათუმის“ გამოსვლით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0