ბათუმში მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი ,,მედცენტრი” გაიხსნა

18/08/2018

ბათუმში მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი ,,მედცენტრი“ გაიხსნა. ცენტრის საზეიმო გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან, მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებას და მომუშავე სამედიცინო პერსონალს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცონო სერვისები უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს.
140 საწოლზე გათვლილ ჰოსპიტალში 15-მდე ძირითადი მიმართულებაა და თითოეული მიმართულება მაღალტექნოლოგიური აპარატით არის აღჭურვილი. წელსვე, ჰოსპიტალის მომსახურებებს დაემატა – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულება. სრულად განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი.
“მედცენტრი“ არის დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ჰოსპიტალი, რომელსაც ყველა სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში აქვს გაერთიანებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0