ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ შალვა მშვილდაძე აირჩიეს

20/11/2017

დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს პირველი სხდომა, სხდომას ესწრებოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი არჩილ გოგსაძე.
ახლადარჩეულ საკრებულოს წევრები საოლქო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ სიგუნავამ წარადგინა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომის შედეგებია:
✔️ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე.
✔️საკრებულოს თავმჯდომარისმოადგილე ნოდარ გიორგიძე.
✔️იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გვანცა გრძელიძე.
✔️ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სიმონ ჭოლოკავა.
✔️საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძე.
✔️გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გია სახამბერიძე.
✔️კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინა ტყეშელაშვილი.
დღევანდელ სხდომაზე ასევე მოხდა ორი ფრაქციის რეგისტრაცია.
„ქართული ოცნება“ თავმჯდომარე მაია კბილაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე გიორგი რობაქიძე.
საკრებულოში მოხვდნენ შემდეგი დეპუტატები:
1. ირაკლი გოგსაძე – ბაღდათი 1
2. ალექსი ლომინაშვილი – ბაღდათი 2
3. გრიგოლ ტაბეშაძე -ფერსათი
4. გაბრიელ ღიბრაძე – წითელხევი
5. თორნიკე გაჩეჩილაძე – როხი
6. თეონა ფახურიძე – ვარციხე
7 ზაზა ზივზივაძე – დიდველა-როკითი
8. გია სახამბერიძე – დიმი
9. მურადი ბურჯანაძე – პირველი ობჩა
10. კობა მშვილდაძე – მეორე ობჩა
11. სიმონ ჭოლოკავა – ნერგეეთი
12. შადიმან გორგოძე – ზეგანი
13. დიომიდე კიკნაველიძე – საკრაულა
14. ნოდარ გიორგიძე – ხანი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0