,,ბაღდათობა 2016“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

27/10/2016

სახალხო დღესასწაული ,,ბაღდათობა 2016“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ობჩაში ყოფილი ღვინის ქარხნის შენობაში არქეიდის პროექტის ფარგლებში ქვილთის (ტექსტილის) ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებელს პირველად მიეცა საშუალება აღნიშნული ნამუშევრები ენახა. ასევე, მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები მოეწყო, ბაღდათის ფოლკლორულმა ჯგუფებმა და ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა კი ერთობლივი კონცერტი გამართეს.
დღესვე, ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე დასახელდა, მათ სპეციალური სიგელები და ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0