ბესიკ ამირანაშვილი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა

22/10/2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში არსებულ მდგომარეობა განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების საკითხზე. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე და სახალხო დამცველის რეგიონულ დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0