ბესიკ ამირანაშვილმა თურქეთის, არტაანის პროვინციის გუბერნატორს შეხვდა

04/08/2022

სამცხე- ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა თურქეთის, არტაანის პროვინციის გუბერნატორს ჰუსეინ ონერს და მის დელეგაციას სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონებში არსებული სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. მათ შორის განხილულ იქნა რეგიონებს შორის ტურიზმის მიმართულებით უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პოტენციალი, აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ, მომავალ სამუშაო შეხვედრაზე ერთმანეთს წარუდგინონ კონკრეტული შეთავაზებები. რეგიონების წარმომადგენლებს შორის მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები ტრადიციულად, ყოველწლიურად ორივე მხარეს იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0