ბოლნისის სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

20/11/2017

ქალაქ ბოლნისის სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტართან, გოგი მეშველიანთან ერთად მოინახულა.მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ქალაქ ბოლნისის სასმელი წყლის 2500 ტონიანი რეზერვუარის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოებს კომპანია ,,ჯავა ასრულებს, პროექტის დასრულება 2018 წლის თებერვლის ბოლოსთვის იგეგმება.
ქალაქ ბოლნისში სულ 5 რეზერვუარია, მათგან 2-ის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
პროექტის ფარგლებში ასევე აშენდა ახალი საქლორატორო ნაგებობა, რომელიც თანამედროვე ტიპის საქლორე მოწყობილობებით აღიჭურვება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0