ბოლნისის ყველა საბავშვო ბაღში 25 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი შეჩერდება

23/09/2017

15 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს რამდენიმე ათეულმა აღსაზრდელმა მიმართა, ბავშვებს მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, მუცლის ტკივილი და ხშირი ნაწლავური მოქმედება აღენიშნებოდათ. სიტუაციის შესწავლაში დაუყოვნებლივ ჩაერთო როგორც სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება, ასევე, ადგილობრივი დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივივი ჯანდაცვის და პრევენციული მედიცინის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო. ერთკვირიანი კვლევებისა და მონიტორინგის შედეგად დადგინდა 2 სახის ინფექციის მიზეზი, ერთი არის ბაქტერიული შიგელა ზონეთი გამოწვეული, ხოლო მეორე ენტეროვირუსული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბაღები 25 სექტემბრიდან 1 კვირით დაიხურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0