ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა

23/08/2017

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო, რამდენიმე ადგილას კვლავ გაჩნდა ცეცხლი. მინისტრებმა ზურაბ ალავიძემ და ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსთან – ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დააფიქსირეს კერების ზუსტი მდებარეობა და დასახეს სამოქმედო გეგმა. დაბნელებამდე იმუშავებს საჰაერო ტექნიკა და მაქსიმალური ინტენსივობთ მოხდება დაფიქსირებულ კერებზე წყლის დაფრქვევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0