ბორჯომში 2 საბავშვო ბაღში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

19/07/2017

ბორჯომში 2 საბავშვო ბაღში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, №3 სააღმზდელო დაწესებულებების წინა ეზოში დაგეგმილია სკვერის მოწყობა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ბეტონის კედლის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს გრუნტის შეტანა და არსებულ ეზოში მისი გადანაწილება.
სკვერში გაიგება ბაზალტისა და კაუჩუკის ფილები, დამონტაჟდება ატრაქციონები, ხის მინი სახლები, ასევე ხელოვნური ხალიჩა მინი-სტადიონისათვის, განლაგდება სკამები, ნაგვის ურნები, მოეწყობა ლამპიონები. დაგეგმილია შენობის უკანა ეზოს კეთილმოწყობაც. ჩატარდება შენობის ფასადის სამღებრო სამუშაოებიც.
სკვერის მოწყობაა დაგეგმილი №4 საბავშვო ბაღშიც. ობიექტზე გათვალისწინებულია ქვაფენილის, ხელოვნური ბალახის, მინის-სტადიონის, ღობეების, ატრაქციონების, სკამებისა და ლამპიონების მოწყობის სამუშაოები.
№3 და №4 საბავშვო ბაღების შენობებს სრული რეაბილიტაცია გასული 2 წლის განმავლობაში ჩაუტარდათ. სააღმზდელო დაწესებულები შესაბამის სტანდარტებს შეესაბამებიან და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
პროექტები საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებისათვის 166 460 ლარი გაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0