გამგებელმა დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა

24/04/2017

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მოადგილე ნუგზარ ცინცაძესთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა. ბატონმა ზაზამ ნიგვზიანში ბორის ტუღუშის კუთვნილი ბეტონის საკედლე ქვების საამქრო დაათვალიერა. აღნიშნული საამქრო ასწლოვანმა ხემ მიწასთან გაასწორა. გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური ზედამხედველობის სამსახურთან ერთად სტიქიის შედეგებს აჯამებს და ზარალს ითვლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0