გამოვიყენოთ ეს ზაფხული საქართველოში არაჩვეულებრივი ადგილების აღმოსაჩენად

04/07/2020

“ფაქტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამითი ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილები!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დღეს ლეჩხუმში იმყოფებოდა, სადაც სოფელ ქვემო ღვირიშში ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ეწვია და ქართული ენდემური ჯიში ხორბლის – ზანდურას, დიკას და წითელი დოლის ყანა, ასევე, ღვირიშის ჩანჩქერი მოინახულა.

ქართული ხორბლის ენდემური სახეობები უნიკალურია იმითაც, რომ სოკოვანი დაავადებების მიმართ განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან. ცნობილია, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერაა. დღესვე პრეზიდენტი ორბელის გადმოსახედს ესტუმრა და პირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0