განათლების მინისტრი და გუბერნატორი ოზურგეთელ პედაგოგებს შეხვდნენ

20/01/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გურიის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, გუბერნატორის მოადგილეებთან და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ლელა იმედაშვილთან ერთად, ოზურგეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს და დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები, სიახლეები გააცნო და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრა ქალაქ ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0