გარდაბნის სარწყავი სიტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

16/12/2017

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. გამანაწილებლის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, მწყობრში ჩადგა 9 კმ სიგრძის მონაკვეთი, დამონტაჟდა ახალი მილხიდები და წყალგამშვები ფარები. ამჟამად არხის ფერდებსა და ძირზე ეწყობა რკინა-ბეტონის მონოლითური ფილები; ასევე, კეთდება მილხიდები და გამანაწილებელი კვანძები. არხის რეაბილიტაციით, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, რომელიც მუნიციპალიტეტის 3 სოფელს (ვახტანგისს, ჯანდარასა და ნაზარლოს) მოიცავს. სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე სარწყავი სეზონისთვის დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0