გივი მოდებაძე, ფანცულაიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

04/07/2020

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად, ე.წ .25 -ის დასახლებაში, ფანცულაიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული ქუჩა მაღაროთა სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და პრობლემებს ჯერ კიდევ 1991 წლიდან განიცდის,როცა ძლიერმა მიწისძვრამ ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა ,საიდანაც მოსახლეობის გამოსახლება მოხდა,თუმცა დღეისათვის აქ ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველა იმ საკითხზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, რაც ბევრი პრობლემის მქონე ქუჩის მცხოვრებლებს მრავალი წლის განმავლობაში აწუხებთ : ეს არის მოუწესრიგებელი გზა,წყალი და ასე შემდეგ. მოსახლეობის იმ წარმომადგენლებმა.რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა, ქუჩაზე არსებულ რთულ და დროულად მოსაგვარებელ საკითხებს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და ამავდროულად, მადლიერება გამოხატეს,რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა მათი თხოვნა სპორტული ტრენაჟორის მოწყობაზე და უკმაყოფილება გამოთქვეს ამ ბოლო დროს,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრესაში ატეხილი ხმაურის გამო. ქალაქის მერმა მოსახლეობას განუცხადა, რომ უახლოეს პერიოდში აქ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და სხვა დანარჩენი პრობლემებიც ეტაპობრივად მოგვარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0