გიორგი დოხტურიშვილმა, მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა

26/01/2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მოადგილეებთან და ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა. სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებები მოისმინა, რომელიც მათ დასახლებებში საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, სოციალური პრობლემების მოგვარების, დასაქმებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობების მიმართულებით განსახორციელებელ საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალი კუმისის მცხოვრებლებიც, რომლებმაც გიორგი დოხტურიშვილს ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებების და შედეგად გამოწვეული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია – მხარის პირველი პირი მათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობას, პროცესში აქტიურ ჩართულობას და ვითარების დეტალურად შესწავლის მიზნით, ადგილზე პირადად ჩასვლას დაპირდა.
გიორგი დოხტურიშვილმა სოფელი ახალი კუმისის მოსახლეობას კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფის შექმნა შეთავაზა, რომლის წევრებიც სოფელში დაგეგმილი პროექტების განხორციელების ეტაპების შესახებ მაქსიმალურად ინფორმირებულები იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, ყოველი კვირის ოთხშაბათი, სამხარეო ადმინისტრაციასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში, მოქალაქეთა მიღების დღედ დაწესდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0