გიორგი ჭიღვარია მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებს შეხვდა

23/01/2017

იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე, გიორგი ჭიღვარია მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებს შეხვდა. გიორგი ჭიღვარიამ რაიონების წარმომადგენლებისგან მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ყველას მოუწოდა რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ როგორც ობიექტების განკუთვნილ ვადებში ჩაბარებას ასევე, შესრულებული სამუშაოების ხარისხს. იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია მუნიციპალიტეტებში ჩასვლასა და მიმდინარე პროექტების ადგილზე გაცნობას გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0