გიორგი ხოჯევანიშვილი წმინდაწყლის დასახლების საჭიროებებს გაეცნო

17/10/2018

გიორგი ხოჯევანიშვილი გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ქუჩების მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელა. მისი თქმით, თანაბარი ყურადღება უნდა ექცეოდეს ქალაქის თითოეულ ქუჩას, რათა მოსახლეობას კომფორტულ გარემოში ცხოვრების საშუალება ჰქონდეს. გუბერნატორი ასევე, გაეცნო გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარის, ნაპირსამაგრი ჯებირისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0