გომბორის ქედის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა

23/09/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის ქედის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა.
შსს-ს რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ხანძრის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების პროფესიონალური და ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცეცხლი შერეული ტყის მასივზე არ გავრცელებულა. დაიწვა მხოლოდ ხმელი ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე.
ამ დროისათვის, ადგილზე ღია ცეცხლი აღარ ფიქსირდება. მიმდინარეობს კერების დამუშავების პროცესი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0