გოჩა ზეიკიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

21/03/2017

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ზოგადად მიმოიხილეს ინოვაციების კუთხით რეგიონში მიმდინარე პროცესები და წეროვანის მწვანე ინოვაციების ცენტრის – ტექნოპარკის შექმნის საკითხი. აქცენტი გაკეთდა აგრო და სოციალური მიმართულებით სხვადასხვა პროექტების შემუშავებაზე, მათ შორის, ენერგოეფექტური სასათბურე სისტემის მშენებლობა, რაც მეწარმეებს საშუალებას მისცემს ნაკლები ფინანსური დანახარჯით აწარმოონ პროდუქტი. შეხვედრის შემდეგ, „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების“ სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიშვილმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და რეგიონებთან მუშაობის კოორდინატორმა გიორგი ბეჟიტაშვილმა, წეროვანში დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც სამომავლოდ დაგეგმილია მწვანე ინოვაციების ცენტრის – ტექნოპარკის შექმნა და პოტენციური სტარტაპების განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0