გრიგოლ გიორგაძემ სამეგრელოს რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა

19/10/2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და სამეგრელოში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული კერძო სახლები მოინახულეს.
სამინისტრომ სახლი, სამეგრელოს რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 46 ოჯახს უკვე შეუსყიდა.
ეკომიგრანტი ოჯახები, 25 000 ლარის ფარგლებში, სახლებს თავისი სურვილის მიხედვით ირჩევენ. ყველა კერძო სახლს, თან ახლავს მიწის ნაკვეთი, რაც ამ ოჯახისთვის შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენს.
2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში 600-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0