გრიგოლ დალაქიშვილმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

21/06/2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა და თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე თერჯოლაში რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზისა და დაზიანებული საყრდენი კედლების სამუშაოები ხორციელდება.მონიტორინგის ფარგლებში გრიგოლ დალაქიშვილი გოდოგანი–ნაგარევი–ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის, სოფელ ეწერისა და რობაქიძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში სასმელი წყლის მაგისტრალების მოწყობა იგეგმება სოფლებში: ზედა სიმონეთში, სიქთარვასა და ბარდუბანში, ასევე ქალაქში ჯაბიძის ქუჩაზე.
2018 წელს თერჯოლაში 16 მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0