გრიგოლ ნემსაძემ ახალი ბაღი გახსნა

20/02/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, პარლამენტში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ, სოფელ სამღერეთში ახლი საბავშო ბაღი გახსნეს. 40 აღსაზრდელზე გათვლილ ახალ საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის განხორციელებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 455 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

,,ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშო ბაღი. ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სოფელში საბავშვო ბაღის არარსებობა წარმოადგენდა. შესაბამისად სწორად შერჩეული პრიორიტეტის საფუძველზე ბავშვებს უკვე აქვთ შესაძლებლობა სკოლამდელი განათლება კომფორტულ გარემოში მიიღონ. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვებისთვის სათანადო პირობების შექმნაა. ამ მიმართულებით რეგიონის მასშტაბით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“-აღნიშნა გუბერნატორმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0