გრიგოლ ნემსაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

19/07/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილემ ალექსანდრე მეტრეველმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს და 2018 წელს დაგეგმილი პროექტები ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად განიხილეს.
მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სოფელ იმირში, დამიაში, დამია-გეურარხში, სადახლოსა და არაფლოში იმყოფებოდნენ, სადაც პროექტების მონახულების პარალელურად მოსახლეობას შეხვდნენ, მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტები ხორციელდება, როგორიცაა სასმელი და სარწყავი წყლის მოწესრიგება, გარე განათებებისა და გზების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრების მოწყობა, საბავშო ბაღების მშენებლობა და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0