გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22/06/2018

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, მერების შეთანხმების ერთობლივი ვალდებულების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ საქართველოს ოფისთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვდრის მიზანი იყო, “მერების შეთანხმების” ექსპერტთან გიორგი აბულაშვილთან ერთად, ერთობილივი სამომავლო ქმედებების განსაზღვრა შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელების მიზნით.
გიორგი აბულაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ენერგოეფექტურობის თემაზე და უპასუხა ხელმომწერი მუნიციპალიტეტების შეკითხვებს მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ერთობილივი სამოქმედო გეგმის (SECAP) შემუშავებასთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0