გუბერნატორის მოადგილემ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

21/02/2018

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, სიმონ გულედანმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გულედანის თქმით, პროექტი გარდამავალია და ის მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის ჯამში 821 ათასი ლარი იხარჯება. ადგილობრივების თქმით, სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ქვიშხეთისთვის ტურისტული მნიშვნელობის დაბრუნებას. დიმიტრი ყიფიანი მე-19 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისმა მოღვაწეობამ და პუბლიკაციებმა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0