გუბერნატორი ვეტერანებს შეხვდა

17/10/2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა ვეტერანების დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. გუბერნატორი ვეტერანებს შეხვდა, დღევანდელი დღე მიულოცა და მათ გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
დღესვე,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ვეტერანებს შორის ნარდში შეჯიბრიც მოეწყო. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შშმ პირის სტატუსის მქონე ვეტერანებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0