გუბერნატორი ტინისხიდის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

26/04/2017

შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებთან ერთად გორის მუნიციპალოტეტის სოფელ ტინისხიდში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, მამუკა ლომსაძეც ესწრებოდა. შეხვედრაზე რწმუნებული გაეცნო სოფლში არსებულ ვითარებასა და უშუალოდ, მაცხოვრებლებისგან მოისმინა მათი საჭიროებები. სამხარაძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხევდრები ხელს უწყობს საკითხების ადგილზე გაცნობასა და მოსახლეობის ჩართულობას პრიორიეტების განსაზღვრის პროცესში. შეხვედრის ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რებილიტირებული საბავშვო ბაღი და მინი სტადიონი დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0