გუბერნატორმა ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

20/07/2017

შიდა ქართლის რწმუნებულმა – გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა გულიაშვილთან ერთად ქარელის ტერიტოერიაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოხისი-კოდავარდისუბნის,ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრებისა და გვერძინეთი-ქოზიფის გზების ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე გაეცვნენ სოფლებში არსებულ მდგომარეობას. გუბერნატორმა მოინახულა სოფელ ქვენატკოცაში მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით, რომლისთვისაც 43 434 ლარი გამოიყო. ასევე მოინახულა სოფელ ზემო ხვედურეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები. პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით. რებილიტაცია ითვალისწინებს სახურავის მოწყობის, ეზოს კეთილმოწყობისა და შიდა სარემონტო სამუშაოებს. საბავშვო ბაღი მოემსახურება ხვედურეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ხუთ სოფელს (ზ/ხვედურეთი, ჭანდრები, ხეობა, ღვლევი, ქვენაფლავი). პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. ხელისუფლების წარმომადგენლება ზემო ხვედურეთის ადმინისტრაციული შენობაში მიმდინარე ამბულატორიისა და ადმინისტრაციული ოთახების სარემონტო-სარეაბილილატიო სამუშაოების პროცესსაც გაეცვნენ. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 990 ლარი გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0