გუბერნატორმა, ჭყვიში-ქვიშარისა და ზედა ბუგეული-აბანოეთის წყალმომარაგების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

16/10/2018

გუბერნატორმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ერთად, ჭყვიში-ქვიშარისა და ზედა ბუგეული-აბანოეთის წყალმომარაგების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ჭყვიშსა და ქვიშარში, წყალსადენის სისტემის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცენტრალური მაგისტრალისა და სამარაგო ავზების მოწყობა. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობს. მათი ჯამური ღირებულება 66 817 ლარს შეადგენს.
ზედა ბუგეულსა და აბანოეთში („გაბრიჭაულების უბანში“) წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ორივე ლოკაციაზე სათავე ნაგებობებისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას. პროექტი, რომელის ღირებულება 195 900 ლარს შეადგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0