გუბერნატორმა ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო

12/12/2018

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, დურსუნ ჰასანოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, გუბერნატორის მოადგილეებმა, კახა კობერიძემ, ზაურ დარგალმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგეს და აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჰეიდარ ალიევი და ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული, საქმიანი და ეკონომიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბების პროცესში, მის მიერ შეტანილ, მნიშვნელოვან წვლილზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0