გურიის რეგიონში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22/04/2019

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, გურიის რეგიონში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ, მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია წარადგინა და მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილ ახალ სისტემაზე, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი წამლობების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მოსახლეობას გზავნილების სახით მიეწოდება.
სტრატეგიის პრეზენტაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ტრენინგი გამართეს. ტრენინგზე ძირითადად უსაფრთხოების იმ ნორმების დაცვაზე იმსჯელეს, რომელიც მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების პერიოდში უნდა იყოს დაცული. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ღონისძიებების პერიოდში, მიღებული იქნება ყველა პრევენციული ზომა.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს. ჯგუფის წევრები სწავლობენ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს და მის გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. მონიტორინგის ჯგუფის წევრები რეგიონებში აქტიურ სამუშაო შეხვედრებს მართავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, რათა ქიმიური წამლობების შესახებ მოსახლოება უკეთ იყოს ინფორმირებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0