დაბა ნასაკირალში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

24/02/2017

დაბა ნასაკირალში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მონტაჟდება ახალი ტუმბოაგრეგატი, შემწოვი და დამწნეხი მილები. დღეის მდგომარეობით, წყალსადენი 450 ოჯახს ემსახურება. სათავე ნაგებობიდან მარაგდება, როგორც ნასკირალის, ასევე სოფელ სილაურის მოსახლეობის ნაწილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „სატისის“ ხელმძღვანელმა დავით ცერცვაძემ სამსახურის სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა.
„სამუშაოებს ახორციელებს შპს „სატისი,“ რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს. როგორც ხედავთ, მონტაჟდება ახალი ტუმბოაგრეგატი და ავტომატური მართვის ყუთი თანამედროვე დამცავი სისტემით. სამუშაოების დასრულების შემდეგ დამატებით რამდენიმე ოჯახის წყალმომარაგება გახდება შესაძლებელი. ამჟამად, წყალი დაბა ნასაკირალის მოსახლეობას 4 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ გრაფიკი მნიშვნელოვნად გაიზრდება და მოსახლეობას ლაბორატორიულად შემოწმებული, ხარისხიანი წყალი მიეწოდება“, – განმარტა დავით ცერცვაძემ.
დაბა ნასაკირალის წყლის სისტემის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0