დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

26/09/2017

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს 550 თანამშრომელი, რომლებიც ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციულ დამუშავებას, 24-საათიან რეჟიმში, მაღალი გამავლობის სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკისა და ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით აწარმოებენ. დილიდან, მიმდინარე პროცესის უმოკლეს დროში დასრულების მიზნით, მუშაობა განაახლა საქართველოსა და თურქეთის 2-მა ვერტმფრენმა. ავიაცია ნახანძრალ ტერიტორიაზე წყლის დასხმის სამუშაოებს კონტროლის მიზნით ახორციელებს.
კოდიანის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე მაშველებთან ერთად, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 150 თანამშრომელი და ავიაციაც მონაწილეობს. მიმდინარე სამუშაოებში თურქეთისა და აზერბაიჯანის, ჯამში, 2 ვერტმფრენი მონაწილეობს. საჰაერო ტექნიკამ ხანძრის კერებზე წყლის დასხმა დილიდან დაიწყო და ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ღაღვის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. აქტიურ რეჟიმში გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებული შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციულ დამუშავებას უზრუნველყოფენ. წყლის ჭავლისა და ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, არსებული კერების დამუშავება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0