დავით სერგეენკო სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

12/01/2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყანათაშორის ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი გაგიკ ჰაირაპეტიანი და ატაშე ჰარუთუნ ჰაირაპეტიანი ესწრებოდნენ.
რუბენ სადოიანი საქართველოში ელჩად სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა 2017 წლის ოქტომბერში დანიშნა. იმ დრომდე დიპლომატიურ მისიას იური ვარდანიანი ხელმძღვანელობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0