დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ

25/09/2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. დღეს დაზარალებული ოჯახები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მალხაზ რომანაძემ უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი რომანაძესთან და სოფელ ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ ივერი გუგუნავასთან ერთად მოინახულა. გეოლოგებთან ერთად მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შესწავლა, ინტენსიურად იწმინდება შიდასასოფლო გზები. 12 ერთეული სპეცტექნიკა 6 მიმართულებით მუშაობს, ასევე მიმდინარეობს ბუკნარისა და ციხისძირის წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა. პრობლემა სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღმოიფხვრება. სტიქიის შედეგად 20 საცხოვრებელ სახლს შეექმნა საფრთხე, მათგან 12 მდგომარეობა კრიტიკულია, 6 ოჯახი გასახლებულია. გეოლოგიური შესწავლის შემდგომ ოჯახების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0